ტროტუარის ნაწილი ჩამოიშალა (ფოტო)

2017-07-23 18:51:23

მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელ მონაკვეთზე რამდენიმე თვის წინ გაკეთებული საფეხმავლო ბილიკის მარჯვენა მონაკვეთი ჩამოიშალა. აგრეთვე   წმინდა ნინოს ქუჩაზე ახლად დაგებული გზის ნაწილიც დაზიანებულია, რაც მძღოლების თქმით  მოძრაობის დროს შეუმჩნეველია და პრობლემას ქმნის. როგორც ინფრასტუქტურის სამსახურმა "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხდა - "ტროტურის დაზიანება ბოლო დროს მოსულმა უხვა ნალექმა გამოიწვია. ძლიერმა წვიმებმა მიწა ჩარეცხა და ტროტუარის ნაწილი სწორედ ამიტომ ჩამოიშალა, გამომდინარე იქიდან რომ სავალი ნაწილის დაზიანება უამინდობამ განაპირობა მერიამ ამ მონაკვეთს საკუთარი ძალებით აღადგენს. ხოლო წმინდა ნინოს ქუჩაზე არსებული დაზიანების მოგვავარება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვალდებულებაა და უმოკლეს დროში მოგვარდება აღნიშნული პრობლემა".