ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, როცა ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინა შემოვა, ამ ვაქცინით 18 წლის ზემოთ მყოფი ყველა პირი შეძლებს აცრას.
ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციოს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზევით ყველა მოქალაქისთვის და ეს ასევე დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, Novavax-ი იქნება ეს, Pfizer-ი თუ სხვა. ანუ, 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა იქნება. გამონაკლისი ეხება მხოლოდ ასტრაზენეკას.
რაც შეეხება Pfizer-თან მუშაობის დეტალებს, მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულებულია. მეორე ეტაპზე ვმუშაობთ, მოკლე ხანში გეტყვით ზუსტ ვადებს. დეტალები არის გაუთქმელობის შეთანხმების ნაწილი",- განაცხადა გაბუნიამ.