რუსთავის ავტობაზრობაზე ცეცხლი ლიკვიდირებულია [video]

2021-06-06 17:06:17

რუსთავის ავტობაზრობაზე ცეცხლი ლიკვიდირებულია. [ვიდეო/video]

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

ცეცხლი ავტობაზრობაზე ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა, რის შედეგადაც მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე ავტომობილი დაიწვა და დაზიანდა.

შემთხვევის დროს არავინ არ დაშავებულა. თუმცა ხანძრის გაჩენის გამო შეუძლოდ გახდა ობიექტის დირექტორი. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა.

რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. 

ცეცხლის ქრობითი სამუშაოებისთვის 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ავტობაზრობაზე ასევე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის სამსახურების თანამშრომლებიც.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები