XIII საუკუნის ტაძარის მიმდებარე ტერიტორია მოაასფალტეს (ფოტოები)

2017-07-23 12:22:24

ახალციხის რაიონ სოფელ წყორძაში რამდენიმე დღის წინ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კულტურული მემკვდრეობის ნუსხაში შეყვანილი XIII საუკუნის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია მოაასფალტა, რასაც სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადეობის ნაწილის თქმით აღნიშნული ფაქტი არის ვანდალიზმი, რასაც შესბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, ახალციხელთა ნაწილის თქმით კი სოფელში არ არსებობდა ტაძრამდე მისასვლელი გზა და მომხდარს დადებითად აფასებენ.

საქართველოს კულტურილი მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ „ინფო რუსთავთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ - „ეს ქმედება არ ყოფილა სააგენტოსთან შეთანხმებული, მას შემდეგ რაც მივიღეთ ცნობა დავუკავშირდით ვარძიის სამუზეუმო კომპლექსის დირექტორს და ჩავრთეთ აღნიშნულ საქმეში, ამავდროულად ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად ჩავიდნენ სააგენტოს წარმომადგენლები. გამოვავლინეთ კომპანია, რომელმაც განახორციელა აღნიშნული სამუშაოები. კომპანიის დირექტორმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მან არ იცოდა თუ მისი ქმედება კანონს ეწინააღმდეგებოდა და მისი თქმით მხოლოდ კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. ჩვენ ამ კომპანიას წერილობითი გაფრთხილება გადავეცით და მივუთითეთ, რომ შესრულებული სამუშაოს დემონტაჟი დროის გარკვეულ ვადაში უნდა განახორციელოს. ამავდროულოდ სამუშაოების შემსრულებელი საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, რომ  ჩვენი მითითიებით და რეკომენდაციით ასევე სპეციალისტების დახმარებით შექმნის პროექტს, რომელსაც შემდგომში განიხილავს სპეციალური საბჭო და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება თავიდან სამუშაოების განხორციელება. ცხადია სამუშაოები ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება“