რუსთავის საკრებულო დეპუტატმა დატოვა

2021-06-04 19:49:24

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო იაკობ ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟრიტარმა დეპუტატმა დავით იშხნელმა დატოვა.

იშხნელისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წარმომადგენლობითმა ორგანომ დღეს იმსჯელა.

დეპუტატმა უფლებამოსილების შეწყვეტა პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვა.

როგორც იშხნელმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ისევ საჯარო სამსახურში, სხვა პოზიციაზე გადასასვლელად ემზადება, თუმცა არ აკონკრეტებს, სად.

"ჩემი კანდიდატურა სხვა პოზიციაზე განიხილება. ვემზადები სხვა პოზიციაზე გადასასვლელად და სად იქნება ეს, გუნდთან ერთად დაზუსტდება. მე ვრჩები ისევ თვითმმართველობაში და იმ პასუხისმგებლობას, რაც მაქვს აღებული მაჟორიტარი დეპუტატებობის პერიოდში, არ გავექცევი", - აცხადებს იშხნელი.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა აღნიშნა, ვინაიდან იშხნელი არჩეული დეპუტატი იყო, მის ნაცვლად საკრებულოს სხვა წევრი ვერ ეყოლება.

"უმრავლესობა, რომელიც შედგებოდა 18 კაცისგან, ახლა იქნება 17 კაცისგან შემდგარი", - განაცხადა ონიანმა. 

დავით იშხნელი რუსთავის საკრებულოში სოციალური კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტით დაიშალა ფრაქცია "ქართული ოცნება-ჯანსაღი მომავლისათვის".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები