ავარიას რუსთაველი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

2017-07-22 19:47:53

გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 33 წლის რუსთაველი ახალგაზრდა დ.თ. ემსხვერპლა, მძიმე მდგომარეობაშია თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა და კიდევ ერთი პიროვნება. ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში გუშინ გვიან ღამით მოხდა. ერთმანეთს "ოპელის", "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. გავრცელებული ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილს რუსთაველი მამაკაცი მართავდა, რომელიც თბილისიდან რუსთავში ბრუნდებოდა, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა "მერსედესის" მარკის ავტომობილი, რომელიც იყო ტაქსი და მგზავრი, ვანო ზოდელავა წითელი ხიდიდან თბილისში მიჰყავდა. ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა "ჰონდას" მარკის ავტომობილის მძღოლმა რომელიც "ოპელის" მარკის ავტომობილს უკან მიჰყვებოდა და ისიც მოყვა ავარიაში. როგორც ავღნიშნეთ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 მამაკაცი, დაშავდა 2, მათ შორის ერთერთის (ვანო ზოდელავას) მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დაშავებულები მკურნალობას თბილისის საავადმყოფოებში გადიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.