ფონიჭალის დასახლებაში, რამდენიმე ლოკაციაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაკავებულია 2 მამაკაცი.
სავარაუდოდ, საქმე ეხება ნარკოდანაშაულს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ჯერ დაკავებული მამაკაცები ავტომობილით გადააგდილების დროს გააჩერა, შემდეგ კი ჩხრეკის სამუშაოები მათ საცხოვრებელ სახლში გაგრძელდა.
ამ დროისთვის, ჩხრეკა მიმდინარეობს იმავე დასახლებაში, კიდევ ერთ საცხოვრებელ სახლში.
ადგილზე პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.