საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი − უფასოდ.
სპეციალური აქცია 7 ივნისამდე იმოქმედებს.
ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებს მოქალაქე:
რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;
რომლის ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა;
რომელიც ფლობს ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტს.
პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს მოქალაქე:
რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
რომელიც ფლობს პირადობის ძველ, ლამინირებულ დოკუმენტს;
რომლის ელექტრონული პირადობის მოწმობა ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა.
სპეციალურ აქციაში ჩასართავად უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს ადგილზე უნდა მიმართონ.