18 წლის გოგომ ტაქსის მძღოლს სასამართლო დავა მოუგო

2021-06-03 13:34:18

ტაქსის მძღოლი, რომელიც მგზავრმა სექსუალურ შევიწროვებაში ამხილა, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო  და 300 ლარით დააჯარიმა.

18 წლის მარიამ ბეგიაშვილის ინტერესებს მძღოლის წინააღმდეგ კავშირი საფარი იცავდა.

გოგონას თქმით, მამაკაცმა პროცესზე ყველაფერი უარყო, თუმცა მას ხელთ ჰქონდა აუდიო ჩანაწერი, რომელიც მტკიცებულების სახით სასამართლოს წარუდგინა. გოგონამ მძღოლის საუბარი მგზავრობისას ჩაიწერა.

"მიხარია, რომ სამართლიანობა აღვადგინე და ჩემი მხრივ, დავიცავი ყველა ის ქალი, ვისზეც შესაძლოა განუხორციელებია ან შემდგომში განახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას. იმედი მაქვს, ეს ამბავი მოტივაცია იქნება ადამიანებისთვის. არასოდეს დამალოთ მსგავსი ისტორიები, გახსოვდეთ, რომ არსებობს კანონი, რომელიც გვიცავს. მან ყველაფერი უარყო, ვერაფერს დავამტკიცებდი, ჩანაწერი რომ არ მქონოდა", - აცხადებს მარიამ ბეგიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მძღოლი უკვე გათავისუფლებულია სამსახურიდან.

შეგახსენებთ, "ინფო რუსთავმა" ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 18 წლის გოგონა ტაქსის მძღოლის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.

ინფორმაციისთვის, სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის მიხედვით ისჯება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები