Samsung თუ Apple

2021-06-02 14:04:40

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყველაზე პოპულარული კორეული ბრენდის Samsung-ის სმარტფონებია.

სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში ბაზრის ყველაზე დიდი, 39.31%-იანი წილი,  სწორედ კორეულ გიგანტ Samsung-ს უჭირავს.

ოპერაციული სისტემების მიხედვით კი პირველ ადგილზე Android-ის პლატფორმაა, რომელზეც ბაზრის 3/4 მოდის.

1. Samsung - ბაზრის 39.31%;

2. Apple - ბაზრის 13.70%;

3. Huawei - ბაზრის 8.81%;

4. Nokia/Microsoft - ბაზრის 7.04%;

5. Lenovo - ბაზრის 1.34%;

6. LG - ბაზრის 0.68%;

7. Sony/Ericsson - ბაზრის 0.51%;

8. TCT - ბაზრის 0.44%;

9. HTC - ბაზრის 0.27%;

10. ZTE - ბაზრის 0.26%