ჯანმო-მ "სინოვაკს" ავტორიზაცია მიანიჭა

2021-06-01 19:23:13

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "სინოკავის" ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა.

საქართველოში ჩინური ვაქცინა "სინოვაკით" ვაქცინაციის პროცესი 24 მაისიდან დაიწყო.

"სინოვაკი" "სინოფარმის" მსგავსად ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წელს გადაცილებული ადამიანების ასაცრელად გამოიყენება.

საქართველომ ჩინეთისგან აღნიშნული ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო.

"სინოვაკის" შემთხვევაშიც, მოქალაქეებმა 21 დღის ინტერვალით, ვაქცინის 2 დოზა უნდა მიიღონ.