ცნობილი ექიმი COVID-19-ით ტიკარაძის ინფიცირებაზე

2021-06-01 15:21:24

ამ დროისთვის არსებული არც ერთი ვაქცინა სრულად  არ იცავს ინფიცირებისგან. ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.

"ყველა მათგანი იცავს დაავადების სიმპტომატური/ მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. ის რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა ნორმალურია. ეს ფაქტი არ ნიშნავს რომ ვაქცინა არ მუშაობს. მეტიც, ერთეულ შემთხვევებში მძიმე ფორმების განვითარებაც შესაძლებელია რადგან 100%-იან დაცვას არც ერთი ვაქცინა არ დაგვპირებია. ამერიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ვაქცინაცია ნამდვილად ეფექტურია. იქ სადაც მე ვმუშაობ, წინა კვირას მხოლოდ 4 კოვიდ-ინფიცირებული იყო, არც ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაშინ როცა რამდენიმე თვის წინ იყო პერიოდები 400-ზე მეტი ერთროულად იყო მართვით სუნთქვაზე"- წერს ექიმი.