"გახარიას სინდისზეა, ვისაც აბრალებთ, მას 10-ის მერე ძინავს"

2021-06-01 15:20:21

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამბობს, რომ 20 ივნისს აქციის მონაწილეების დარბევის ბრძანება გიორგი გახარიამ გასცა.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს 10 საათის შემდეგ ეძინა.

წყლით დაშლა სრულიად ნორმალური მოვლენა იქნებოდა, მაგრამ პოლიციელებიც არ უნდა დაეყენებინათ გარეთ, არ შეიძლებოდა. ერიდება რა, მაგი არის მაგის [გახარიას] სინდისზე. 10 საათის მერე იყო და კარგად იცით, რომ ვისაც

აბრალებთ, 10 სათის მერე იმას ძინავს ხოლმე. ამიტომ, პრემიერი ბახტაძისგანაც ვიცი, რომ ისაც შეცდომაში შეიყვანეს, ისეთი რამე გაუკეთეს, ათქმევინეს სიტყვა, ამას ხომ არ ვიზამთო და მერე ნადირობა წავიდა”,– თქვა მეუფემ.