საელჩო განცხადებას ავრცელებს

2021-06-01 13:58:31

თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს, რომლებიც თურქეთში გამგზავრებას აპირებენ.

„2021 წლის 1 ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ და მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.