"50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება"

2021-06-01 13:47:40

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან ორჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება.

ასევე, გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. ამის შესახებ მთავრობის მეთაური ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ მილოცვაში აღნიშნავს.

გარდა ამისა, არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.

"ჩვენი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება.

ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის  მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.