მთავარი ეპიდემიოლოგი პირბადის ტარებაზე

2021-06-01 12:16:14

დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაამუშავებს რეკომენდაციებს გარე სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ, ანუ, იქ, სადაც მათი გაკონტროლება მაქსიმალურად შესაძლებელი იქნება. გასაგებია, სოფელში, ტყეში თუ მარტო ხართ, არავინ არ მოგთხოვთ პირბადის გაკეთებას. მაგრამ, იქ თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც მასობრივი შეკრებაა ადამიანების, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა იხმაროთ.

სანაპიროზე თუ ზღვაში ბანაობთ, ალბათ, არავინ არ მოგთხოვთ. მაგრამ, თუ ბულვარზე დადიხართ ბათუმში ან ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენს გვერდით, პირბადე უნდა გეკეთოთ

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.