საქართველოში კოვიდის სამხრეთ აფრიკული შტამი დაფიქსირდა

2021-06-01 11:51:30

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევა დაფიქსირდა.

გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ერთი შემთხვევა დადასტურდა ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამისა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია გასცა, რომ არ იყოს დიკრიმინაცია, ნუღარ ვახსენებთ სიტყვებს სამხრეთ აფრიკული, ინდური, ბრიტანული და ა.შ. და მათი შემოკლებული აბრევიატურებით ვისარგებლოთ. ამ შემთხვევაში საუბარია B1351 შტამზე, რომელიც საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა, დუბაიში მოგზაურობის ისტორიით. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე სრულად განკურნებულია, არაფერი პრობლემა არ აქვს. მისი იზოლირება დროულად მოხდა...

ამ შტამზე ვიცით, რომ ის, თითქმის, ერთნაირად აზიანებს როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს. მეტი სიმწვავით ხასიათდება”, - განაცხადა გამყრელიძემ.