სამკერვალო ფაბრიკის 45 თანამშრომელი მოიწამლა

2021-06-01 11:08:32

ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკა Fast track Textile-ის 45 თანამშრომელი სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა.

ინტოქსირებული პირები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, საწარმოს მზა საკვებს კერძო კომპანია აწვდის. ვითარება ადგილზე შეისწავლეს სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა.

"შემთხვევა აღინიშნა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N342-ში მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში შპს "ფასტთრექტექსტილე", სადაც 400 ადამიანია დასაქმებული და არის ორგანიზებული კვება. მზა საკვების  მიწოდებას ახორციელებს "ანკარა ქეითერინგი". 

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები  შემოწმებას ატარებენ ორივე ობიექტზე; ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები",- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.