გაყინული ხორცი

2021-05-31 18:44:42

სარფის საბაჟოდან 20 203 კილოგრამი გაყინული ქათმის ხორცი უკან გააბრუნეს. შემთხვევა 31 მაისს, დაფიქსირდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებისას საქონლის შეფუთვის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მწარმოებლის შესახებ არსებულ მონაცემებს, რის გამოც აღნიშნულმა ტვირთმა იდენტურობის შემოწმება ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესაბამისად ვერ გაიარა.