რუსთავიდან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით სარწყავ არხში მაშველებმა 50 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაცვლილი ნოდარ ყოჩიაშვილია, რომელიც 29 მაისს საწარმო "რუსთავის აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე არხში თევზაობის დროს ჩავარდა და გაუჩინარდა.
საძიებო ღონისძიებებში, რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 2 მყვინთავი მონაწილეობდა.
საძიებო სამუშაოების გაადვილებისთვის არხში წყლის დონის დაკლებაც მოხდა და საბოლოოდ მამაკაცი გარდაცვლილი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.
ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.