შედის თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში

2021-05-30 18:00:47

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით პარტიის გადაწყვეტილება საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ გააცნო.

"ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ გადადის დამაგვირგვინებელ გადამწყვეტ ფაზაში. ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში, ყველგან ბიძინა ივანიშვილს ექნება წინააღმდეგობა," - განაცხადა მელიამ.

ამასთან, პარლამენტში შესვლის მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამო ხელს არ აწერენ.