მეუფე იოანე "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ პროტესტზე

2021-05-30 15:24:52

მესმის, ქალბატონი მინისტრი ცოტა არასწორად მოიქცა, მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლო, ააყირაო მაგიდა და არ დაელაპარაკო სპეციალისტებს, - ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ქუჩის აქციებს სიკეთე არ მოაქვს არავისთვის. სწორი გზა ხელისუფლებასთან დიალოგი იქნება.

“მის მეგობრებს ვუთხარი, რომ 88 წლიდან მე ვხედავ ამ ქუჩის აქციების შედეგებს, სიკეთე არ მოაქვს არასდროს. კი მესმის, იქ ქალბატონი მინისტრი არასწორად მოიქცა და დატოვა შეხვედრა და უტაქტო იყო ეს, მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლო და აყარო მაგიდა…

ისინიც სუბიექტურები არიან, მიკერძოებულები არიან. თავიდან კატასტროფაზე ლაპარაკობენ, მაგრამ რეალურად დღეს ლაპარაკია იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც სავარაუდოდ, ჩემი აზრია ეს, გადახედვას მოითხოვს”, - ამბობს მეუფე იოანე.