ექსპრემიერი თანამდებობიდან გადადგომაზე

2021-05-29 18:20:23

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარტია "საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა.

"გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს ჩვენი მოქალაქეების, მარტივი მიზეზის გამო. რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა. გადავდექი იმიტომ, რომ, ამას ვამბობ აფსოლუტურად გულწრფელად, რვა წლიანი მმართველობის შემდგომ მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინ რეალობას და ამით ჩვენს ქვეყანას განვითარების პერსპერქტივას უკლავდა.

გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯისა, რომელიც მე გადავდგი",- განაცხადა გახარიამ