ლაშა ლობჯანიძემ თანამდებობა დატოვა

2021-05-28 15:42:06

მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც ლობჯანიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ლაშა ლობჯანიძე საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში გეგმავს და მერიიდან წასვლის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

"გადავწყვიტე კერძო სექტორში გადასვლა, ვთხოვე ხელმძღვანელობას და ჩემი თხოვნა დღეს დაკმაყოფილდა. არანაირი კონფლიქტური სიტუაცია მერიაში არ მქონია", - განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ.

ლობჯანიძე მარენულის მერის მოადგილე 2017 წლის დეკემბერში გახდა.