მამაკაცი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა

2021-05-28 14:06:30

უბედური შემთხვევა მოხდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 60 წლამდე კაცი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, კაცს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა.

საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.