40 წლის მამაკაცმა 14 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადა

2021-05-27 12:03:13

შიდა ქართლში, 40 წლამდე ასაკის კაცს 14 წლის ბიჭის მიმართ, სექსუალურ ძალადობას ედავებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პირი სკოლაში დარაჯის ფუნქციებს ითავსებდა და არასრულწლოვანზე სისტემატურად, 3 წლის განმავლობაში ძალადობდა, რის შემდეგაც სხვებთან ფაქტზე საუბარს უკრძალავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში ცხოვრობს, უკვე დააკავა. კაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას უწყებაში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის საგამოძიებო უწყების მხრიდან მშობლებთან ერთად გამოკითხულია 14 წლის მოზარდიც.