2021-05-26 19:11:28
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, გაჩერებული "მერსედესის" მარკის ავტომობილს "ტოიოტას" მარკის ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.