“რიონის ხეობის მცველებმა” თბილისი დატოვეს

2021-05-26 18:30:54

“რიონის ხეობის მცველებმა” თბილისი დატოვეს. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან რიონის ხეობის მიმართულებით ავტოკოლონებით დაიძრნენ.

როგორც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა მთავარმა ორგანოზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ბრძოლა, რომელიც გაგრძელდება რიონის ხეობაში, “იქნება უსისხლო და მორალური”. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობა გამხდარიყო ძალადობრივი.

“რიონის ხეობის მცველები” მხარდამჭერებმა შეძახილებით “გვიყვარხართ” და “მადლობა” გააცილეს.

გოლეთიანმა კი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს უთხრა, რომ ეტაპობრივად ყველას რიონის ხეობაში ელოდებიან, სადაც, მისი განცხადებით, ბრძოლის მთავარი ხაზი გადის.