“რიონის ხეობის მცველებმა” ფილარმონიის მიმდებარე ტეროტორიაზე გზა გადაკეტეს.
ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
ამასთან ერთად, “რიონის ხეობის მცველები” სიტყვით მიმართავენ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ადამიანებს.
როგორც “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ხელისუფლებამ მათი ძალადობრივ ვექტორზე გადაყვანა ვერ მოახერხა.
“ხელისუფლებას ჰქონდა დიდი სურვილი ეს მოძრაობა გადაეყვანა ძალადობრივ ვექტორზე, ეს ვერ მოახერხეს მათ და დღეს ჩვენ შევდექით სამოქალაქო საზოგადოებად”, - განაცხადა გოლეთიანმა.