რიონის ხეობის მცველები ხეობაში ბრუნდებიან

2021-05-25 17:53:31

"ყველანი ერთად ჩავდგეთ რიონის ხეობაში და კონპანიას არ მივცეთ მისი განადგურების საშუალება",- განაცხადა რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლის დროს რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანის თქმით, 26 მაის 4 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება აქცია, რის შემდეგაც საავტომობილო კოლონით გაემართებიან ხეობისკენ.

ამ  წუთებში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები  "რესპუბლიკის მოედნიდან" ფილარმონიის მიმართულებით მიემართებიან, სადაც საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.