საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 ივნისიდან კვების ობიექტები სტუმრების მიღებას შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც შეძლებენ.
ამის შესახებ უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
"გასულ კვირას ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვემსუბუქებინა შაბათ კვირას კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვები. კერძოდ, კვების ობიექტებს აქვთ უფლება მთელი საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირის სტუმრები მიიღოს მხოლოდ ღია სივრცეში. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით 1 ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შეზღუდვები სრულიად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ",- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.