„ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების პროტესტი

2021-05-24 16:56:26

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლამდე მსვლელობით, რესპუბლიკის მოედნიდან მივიდნენ. როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა ისინი ცოტა ხანში მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.

გოლეთიანის თქმით, ხელისუფლებას თავიანთ მოთხოვნებს სწორედ თავისუფლების მოედნიდან შეახსენებენ.

აქციის მონაწილეები საზოგადოებას მიმართავენ, შეურთდნენ მათ აქციას და სკანდირებენ: „გამოდი“, „გამოდი“.