კაცმა ბიძა მოკლა

2021-05-24 15:26:08

ხობში კაცმა ბიძა მოკლა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ბიძას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.