"წამზომი ჩართულია"

2021-05-23 16:06:01

რიონის ხეობის მცველებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და მოთხოვნების შესასრულებლად დრო ხვალ 12:00 საათამდე მისცეს.

"ხვალ 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო, ჩაირთო ეს წამზომი, გადაწყვეტილება მათზეა, შესრულდება ყველა ის მოთხოვნა თუ არა, ჩვენი მოქმედებ განსაზღვრულია და ამ საქმეს თითოეული ჩვენგანი ბოლომდე მივყვებით. თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას, ვერავინ ვერსად ვერ შეძლებს გადაადგილებას"- ასე მიმართა „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.

არა ნამოხვანჰესს - რესპუბლიკის მოედანზე გიგანტური ჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დედაქალაქში რეგიონებიდან დღეს დილით, ავტოკოლონებით ჩამოვიდნენ.

რიონის ხეობის მცველები სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული და ხელი აქვს მოწერილი ნამოხვანჰესის მშენებლობის კონტრაქტისთვის.