2021-05-23 12:13:31
კრწანისის რაიონში, აბანოთუბანის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
2 დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, 1 დაჭრილი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
რაც შეეხება გარდაცვლილს, ის არამიანცის კლინიკაშია გადასვენებული.