9 კლასდამთავრებულებისთვის ატესტატები გაიცემა

2017-07-20 17:06:39

დღეიდან ცხრაკლასდამთავრებულებს განათლების დამადასტურებელი ატესტატის მიღება უფასოდ შეეძლებათ. ატესტატის მისაღებად აბიტურიენტებმა იუსტიციის სახლის სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსონ.

დოკუმენტი განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა. იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტს ატესტატის დაჩქარებული წესით აღება სურს , მას მოუწევს საფასურის გადახდა. 

დაჩქარებული წესით განცხადების წარდგენის დღეს ატესტატის მისაღებად აბიტურიენტი 50 ლარს გადაიხდის. მე-2 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის დაწესებული საფასური 40 ლარს შეადგენს, მე -3 სამუშაო დღეს გაცემისთვის კი  30 ლარს.

საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად აბიტურიენტებს განაცხადის გაკეთება 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლენათ. ატესტატზე განაცხადის შეტანა ყოველ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდეა შესაძლებელი.