დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ თუ 2-3 კვირაში, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება სტაბილური იქნება, რიგი რეგულაციები შესაძლოა შემსუბუქდეს.
"ყველას გვესმის, რატომ არის კომენდანტის საათი, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობა. მისი დანიშნულება მობილობის დაგდგება...მობილობის შემცირება, როცა იყო ვთქვათ 9 საათიდან ეს თითქმის 1/3-ით აგდებდა მობილობას. ახლა ეს უფრო ნაკლებად აგდებს მობილობას, მაგრამ ამასაც აქვს აზრი...
ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მეც მინდა, რომ შეზღუდვები მოიხსნას. ბევრია დამოკიდებული ჩვენზე. რაც უფრო გაზაფხულდა, სულ უფრო გაჭირდება პირბადის წესის დაცვა, განსაკუთრებით გარეთ. ეს ორი რაც დაგვრჩა - პირბადე და 11 საათიდან მობილობის შემცირება. ეს არის, რომ ინფექციას გაღვივების საშუალება არ მივცეთ და რამენაირად დავაგდოთ ახალი შემთხვევების რიცხვი.
დიდი იმედი მაქვს, რომ 2-3 კვირაში, თუ მივაღწევთ გარკვეულ სტაბილიზაციას, შემთხვევების რიცხვის მხრივ, შესაძლებელი იქნება, რაღაც რეგულაციების კიდევ შემსუბუქება", - განაცხადა პაატა იმნაძე.