"ჩვენმა აცრების კამპანიამ შიდა ტურიზმსაც შეუწყო ხელი"

2021-05-21 15:53:25

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანასი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დაწყებულმა ვაქცინაციამ შიდა ტურიზმის განვითარებას ხელი შეუწყო.

"ძალიან ბევრი ადგილი ვაქცინებზე რეგიონებში შევსებული იყო თბილისელების მიერ... ალბათ თქვენც იცით, რომ ბევრი თბილისელი წავიდა და ვთქვათ ხულოში აიცრა, სამეგრელოს რეგიონში წავიდნენ ადამიანები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა აცრების კამპანიამ შიდა ტურიზმსაც შეუწყო ხელი, იმიტომ, რომ ერთი დღით არ წავა ხომ ადამიანი ასაცრელად, იქ სამი დღე მაინც დარჩება. შიდა ტურიზმი განვავითარეთ",- განაცხადა პაატა იმნაძემ.