წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ფახულანის სკოლის კურსდამთავრებულები ავარიაში მოყვნენ. შემთხვევა სოფელ ლიაში მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა.
ოთხი დაშავებული ახალგაზრდიდან სკოლის კურსდამთავრებული 2-ია. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.