1 გარდაცვლილი და 4 დაშავებული

2021-05-20 17:00:33

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია 60 წლამდე ქალი, რომელიც ავარიის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებამდე ცოტა ხნით ადრე, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს 3 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებები მიიღო 4-მა ადამიანმა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.