რუსთავის N5 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩკაშვილმა დაუდასტურა.
ხეჩიკაშვილის თქმით, მიზეზი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის კორონავირუსის დაფიქსირება გახდა.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულია მაღალი კლასის მასწავლებელი.
სკოლის 1500-მდე მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე 1-ელ ივნისამდე დარჩება.
თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, ამ დროისთვის, სრულად დისტანციურ სწავლებაზე რუსთავის მხოლოდ 1 სკოლაა გადასული.