ბენზინი გაიაფდა

2017-07-20 13:32:45

საქართველოში საწვავის ფასმა რამდენიმე თეთრით დაიკლო. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინი 5 თეთრით, ხოლო არაბრენდირებულზე 15 თეთრამდე გაიაფდა. ბენზინის გაიაფებას ექსპერტები ლარის კურსის დასტაბილურებას და საერთაშორისო ბაზარზე მომხდარ ცვლილებებს უკავშირებენ.