"აცრის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემა არ არის"

2021-05-19 18:21:37

აცრიდან იმავე წუთს ვერ ვიბანავებთ და ცოტა დროის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემა არ არის - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, ზოგიერთი ექიმი აცრილებს ეუბნება, რომ 3 დღის განმავლობაში არ იბანაონ.

"ზოგი ექიმი აცრილებს ეუბნება, არ იბანაოთო. ზოგი იმასაც ეუბნება, 3 დღე არ იბანაოთო. ვიმეორებ: არავითარი საჭიროება არ არსებობს, რომ აცრის შემდეგ არ ვიბანაოთ. ჭრილობაზე აკრავენ ხოლმე პლასტირებსაც. აცრიდან იმავე წუთს ვერ ვიბანავებთ და ცოტა დროის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემა არ არის", - განაცხადა იმნაძემ.