ვაქცინირებული პირებისთვის ევროკავშირი საზღვრებს ხსნის

2021-05-19 16:05:52

ევროკავშირი ავტორიზებული ვაქცინით, მათ შორის, "სინოფარმით სრულად" აცრილი პირებისთვის საზღვრებს ხსნის.

ევროკავშირის საზღვრის კვეთა შეეძლებათ "ფაიზერით", "მოდერნათი", "ჯონსონი & ჯონსონით", "ასტრაზენეკათი" და "სინოფარმით" სრულად აცრილ პირებს.

საზღვრები იხსნება ასევე კორონავირუსის მხრივ უსაფრთხო ქვეყნებად მიჩნეული მოსახლეობისთვის.

პროცესში ჩართული ოფიციალური პირების განცხადებით, ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმებზე დაფუძნებული უსაფრთხო ქვეყნების სიის შედგენა პარასკევს დასრულდება და ახალი ზომები, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან ამოქმედდება.