რუსთავში მაღაზიებისა და აფთიაქების სამუშაო დრო გახანგრძლივდა

2021-05-18 13:58:21

მას შემდეგ, რაც ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შემსუბუქდა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვა გახდა, ახალი რელობიდან გამომდინარე, რომელი ობიექტი რომელ საათამდე გაახანგრძლივებს მუშაობას რუსთავში.

"ინფო რუსთავმა" შეაგროვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ქსელური მაღაზია და აფთიაქი რომელ საათამდე ახანგრძლივებს სამუშაო დროს და რომელი ობიექტები იმუშავებენ 24 საათის განმავლობაში.

საინფორმაციო სააგენტო დაუკავშირდა მაღაზიათა ქსელებს: "სპარი", "მაგნიტი", "კარფური", "ნიკორა" "მადაგონი", "2 ნაბიჯი", "ფენიქსი", "ლიბრე" და გაარკვია, რომ ჩამოთვლილი ქსელური მაღაზიებიდან, უკლებლივ ყველა, სამუშაო საათებს 22:00-მდე ახანგრძივებს, რაც შეეხება 24-საათიან მაღაზიებს, ასეთებია:

მესხიშვილის #12-ში, კოსტავას #17-სა და მე-7 მიკრორაიონში არსებული "სპარის" ფილიალები.

კოსტავას #19-ში მდებარე "ნიკორას" სუპერმარკეტი;

მესხიშვილის მე-3 გასასვლელის #12-ში, მე-17 მიკრორაიონში, შარტავას #2-ში, 21-ე მიკრორაიონსა და მეგობრობის #19-ში არსებული "ლიბრეს" სასურსათო მაღაზიები.

მუშაობას 22:00 საათამდე ახალგრძლივებს სააფთიაქო ქსელთა დიდი ნაწილი. "ინფო რუსთავი" "ავერსის", "ჯიპისის", "ფარმადეპოს", "ფარმსახლისა" და "იმპექსის" სააფთიაქო ქსელებს დაუკავშირდა.

რაც შეეხება სადღეღამისო ფილიალებს, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ლეონიძის #12-ში, მესხიშვილის ქუჩის კვეთაზე მდებარე სააფთიაქო ქსელ "პსპ"-ს ფილიალი. ასევე, მესხიშვილის #3-სა და კოსტავას #15-ში მდებარე "ავერსის" ფილიალები.

22:30 საათამდე იფუნქციონირებს ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე, ასევე მეგორბობის გამზირზე არსებული "ფარმადეპოს" აფთიაქები.

22:00 საათამდე მუშაობს "ფარმსახლის" ყველა ფილიალი, გარდა ერთისა, რჩეულიშვილის #9-ში მდებარე აფთიაქი მუშაობას 21:00 საათზე დაასრულებს.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათმა 23:00 საათამდე გადაიწია. გადაწყვეტილების მიღებამდე, ობიექტების სამუშაო დროს 20:00-ზე იწურებოდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები