პეკინის გამზირზე, იმ საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ქალი, სადაც დღეს ხანძარი გაჩნდა, გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
საერთო საცხოვრებელში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. ქალი კორპუსის მე-5 სართულიდან სწორედ ხანძრის გაჩენის შემდეგ გადმოვარდა, თუმცა მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალს ფეხი დაუცდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ თქვა, რომ ქალის გარდაცვალება ხანძრის შედეგად არ მომხდარა. როგორც მან აღნიშნა, ამ საქმეს შესაბამისი სამსახურები იძიებენ.