შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

2021-05-17 17:15:50

17 მაისს, საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. ერთ ერთი ისაა, რომ მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში, რეგულაციების სრული დაცვით მიიღონ.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 1-ლი ივნისიდან, ამ მიმართულებით შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებებს მიიღებს.

სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.