„კომენდანტის საათმა“ გადაიწია

2021-05-17 13:05:19

საკოორდინაციო საბჭომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო . ამის შესახებ საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00-დან 5:00-მდე იმოქმედებს. მანამდე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებდა.