პოლიციას დმანისში დამატებითი ძალები შეჰყავს.
არსებული ინფორმაციით, ქალაქ დმანისში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ცოტახნის წინ დმანისში სოზარ სუბარი ჩავიდა.
ადგილზე იმყოფება ინფო რუსთავის გადამღები ჯგუფი. როგორც ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით არიან შეიარაღებულები. დაახლოებით ერთი საათისწინ ისინი ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან.