"მადაგონის" ახალი ფილიალი გაიხსნა (ფოტო)

2017-07-19 18:14:28

რუსთავში სუპერმარკეტ მადაგონის მე-4 ფილიალი გაიხსნა. მაღაზია საზეიმო ვითარებაში, ფიროსმანის ქუჩაზე, დღეს გაიხსნა. „მადაგონის“ 24 საათიანი ფილიალი მომხმარებლებს, ხარისხიან, მრავალფეროვან პროდუქციასა და დაბალ ფასებს სთავაზობს. ფიროსმანის ქუჩაზე გახსნილ ფილიალში 16 ადგილობრივი დასაქმდა. „მადაგონის“ მე-5 ფილიალის გახსნა უახლოეს მომავალში გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება.